პროექტის მთავარი
იდეა: ბავშვებში ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნის გაღრმავება და კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესება.
პროექტის აქტუალობა: დღეისათვის ბავშვებში
სწავლის მოტივაცია
ძალზედ დაბალია.
მათ ეზარებათ
სწავლა და
მზა ინფორმაციის პასიურად ათვისება.
მათვის კომპიუტერი არ არის
ინსტრუმენტი, ის
უბრალოდ გართობის
საშუალებაა.
თანამედროვე სამყაროში მიღებულ
ცოდნასთან ერთად
უმნიშვნელოვანესია კომუნიკაციური, პრეზენტაციული, ძიებისა და
კვლევის უნარების
არსებობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია ბავშვების
კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან მჭიდრო კავშირისა
და მათი
გამოყენებისას მიღებული
მიზანმიმართული გამოცდილება.
ამ
პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა დაწყებითი საფეხურიდანვე მოხდეს მათი კეთებით სწავლის პროცესში ჩართვა, რათა მათ შეძლონ საკუთარი ძალებით
აღმოაჩინონ მათივე შესაძლებლობები და განვითარდნენ შესაბამისად.
ეს
პროექტი ხელს
უწყობს მოტივაციის ამაღლებასა და
საგნობრივი ინტერესის
გაღრმავებასა.
პროექტის მიზნები:
ცოდნა:
ზოგადსაგანმანათლებლო დონის ამაღლება;
საგნობრივი ცოდნის გაღრმავება.
უნარები:
1.
ინფორმაციის
ძიების უნარების განვითარება;
2.
კვლევითი
უნარების განვითარება;
3.
პრეზენტაციული უნარების განვითარება;
4.
კომუნიკაციური უნარების განვითარება;
5. კომპიუტერული
ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: ასაკი - 11-12 წელი, მე-6 A და მე-6 B კლასების მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე.
მოსალოდნელი შედეგები:
ბუნ.VI.1.მოსწავლეს შეუძლია
ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა ნიშნებით განსხვავდებიან ყვავილოვანი მცენარეები სხვა მცენარეებისგან;
2.
·
ასრულებს
ინსტრუქციებს, იყენებს შესაბამის ხელსაწყოებს (მაგ., ლანცეტი/დანა, გამადიდებელი ხელსაწყოები) მცენარის ორგანოების აგებულების შესასწავლად, დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს
ნახატის სახით;
·
იკვლევს
ყვავილის ძირითად ნაწილებს და მათ ფუნქციებს მცენარის
გამრავლებას უკავშირებს;
·
მოცემული ინსტრუქციის მიხედვით იკვლევს, თუ რა საკვები წარმოიქმნება ფოთოლში მზის ენერგიის ხარჯზე;
·
ატარებს ცდას და ავლენს ღეროსა და ფესვის წყალგამტარ ფუნქციას. გადმოსცემ ცდის
ეტაპებს თანმიმდევრობას, აკეთებს დასკვნებს.
ბუნ.VI.2.მოსწავლეს
შეუძლია ხერხემლიანი ცხოველების ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან
დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
სვამს
კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა მთავარი ნიშნით განსხვავდებიან
ხერხემლიანები სხვა ცხოველებისაგან;
·
იყენებს
გამოსახულებიან ბარათებს და ხერხემლიანთა ძირითად შინაგან ორგანოებს განალაგებს
მათი ურთიერთმიმართების მიხედვით;
·
ასახელებს
ორგანოების
დანიშნულებას (მაგ., კუნთები - მოძრაობა, ფილტვები – სუნთქვა, გული - სისხლის მოძრაობა,
კუჭი - საჭმლის მონელება);
·
მსჯელობს სხვადასხვა ხერხემლიანის (მაგ.,თევზი, ამფიბია, ფრინველი) ჩონჩხის
თავისებურებებზე.
მოსწავლეს შეუძლია:
·
მონაცემების
შეგროვება საინფორმაციო წყაროების საშუალებით;
·
გამოსაკვლევი
საკითხის შესახებ კითხვების დასმა;
·
ობიექტების
კლასიფიკაცია მათი მახასიათებლების მიხედვით;
·
მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება და პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;
·
გარემოზე
ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, კომპიუტერი,
პროექტორი, საწერკალამი, საბეჭთი ფურცლები
.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ბავშვებთან შეთანხმებით აირჩევა თემები, შემდგომ ხდება ქვეთემების თითო ბავშვზე გადანაწილება, შემდეგ
ისინი იწყებენ
ინდივიდუალურ მუშაობას,
რომლის პროცესში ხდება მათ
მუშაობაზე
დაკვირვება და
რეკომენდაციების გაცემა. საბოლოოდ ყველა ბავშვი
3.
წარადგენს ინდივიდუალურ ნაშრომს წინა
საპრეზენტაციო კონსულტაციაზე, რომელზეც ხდება
საბოლოო კორექტირება და შემდგომ
დასრულებული პრეზენტაციის წარდგენა.
პრეზენტაციებს ესწრებიან
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და
მასწავლებლები.
ასევე დამსწრეებს შორის არიან სხვა კლასების მოსწავლეები, რაც ხდემა მათი დაინტერესების მიზნით.
პროექტის ფარგლებში
2014-2015 სასწავლო
წლის განმავლობაში იგეგმება 2 პრეზენტაცია.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები:
1.ინდივიდუალური სამუშაო
2.დაკვირვება;
3.კონსულტაცია;
4.პრეზენტაციის ჩაბარება/შეჯამება;
5.შეფასება.
ბავშვების მიერ ჩასატარებელი აქტივობები:
a) ინფორმაციის მოძიება;
b)
ინფორმაციის დამუშავება;
c)
კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება;
d) პრეზენტაციის მომზადება;
e) პრეზენტაციის წარდგენა.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინა პატარიძე
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: pataridzenina29@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი
/ ბლოგი: